weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან სავარაუდოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს

18:40 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფება. მისი თქმით, რამდენიმე საათი იცდიდა, თუმცა შვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა. გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მისთვის უცნობი მიმართულებით სავარაუდოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს. 

„ინფორმაცია მაქვს, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც დაწერა შესაბამისი დასკვნა, რომ გადაყვანილი უნდა იყოს მრავალფუნქციურ საავადმყოფოში, მაგრამ ამასობაში, ადამიანის უფლებების, კონსილიუმის გადაწყვეტილების ყოველგვარი იგნორირებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. ეს არის ჩემი აზრი. როგორც გამოირკვა, გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე ვერტმფრენმა გადაგვიფრინა. ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ აღარ არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყოფშიძემ განაცხადა, რომ ექიმების კოსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საჭირო იყო სააკაშვილის გადაუდებელი გადაყვანა მრავალპროფილურ საავადმყოფოში.

29 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანდნენ. ამ განცხადებით ბრეგაძე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომელიც მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით „გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს“ გეგმავენ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის პროტესტის ნიშნად 39-ე დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]