weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა

12:45 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინით აცრა დაშვებული გახდა. ამის თაობაზე გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში. ამრიგად, 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და „ფაიზერის“ დოზით აიცრან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა, ეპიდემიური კუთხით, ბავშვების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

„ბუნებრივია, ბავშვების ინფიცირება შესაძლებელია და ისინი თავადაც შეიძლება გახდენენ ინფექციის გავრცელების წყარო. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვებში ინფექციის გავრცელება მაღალიც არ არის და არც გამოსავლებია რთული, თუ საქმე არ გვაქვს რაიმე თანმხლებ ქრონიკულ დაავადებასთან“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 52 033 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 6021 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3792 ინფიცირებული, 75 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 53 536 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6808 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, 15 მარტიდან 9 ნოემბრამდე სულ ჩატარებულია 2 010 783 აცრა. სრულად, ანუ ორივე დოზით, ვაქცინირებულია 954 991 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33.4%-ია. გუშინ, 8 ნოემბერს, 5254 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]