weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გურჯაანში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13:01 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

ქალაქ გურჯაანში, ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი თაქთაქიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი უძღვებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დაწყებული მარათონის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები და საინფორმაციო კამპანიის გაფართოება იგეგმება.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ ორ მუნიციპალიტეტს შორის, ერთი გურჯაანია. მარათონი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებსა და საინფორმაციო კამპანიას გულისხმობს, რომელშიც პირადად ჩავერთვები. ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ხსნა დღეს შექმნილ ვითარებაში. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდი არის მომაკვდინებელი სენი და მისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინა“, – აღნიშნა ზურაბ უტიაშვილმა.

საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლები, სოფლებში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და სხვა დაინტერებული პირები ესწრებოდნენ.

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში შერჩეულია ორი მუნიციპალიტეტი: გურჯაანი და ოზურგეთი. კამპანიის მიზანი დეკემბრის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციაა. 

 

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]