weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მწერალი ტორესა მოსი ამ დრომდე დაკავებულია

14:41 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი, რომელიც გუშინ თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. მისი დაკავებიდან 24 საათი გავიდა, თუმცა როგორც „რეგინფოს“ თელავის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, პროცესი ამ დრომდე არ არის ჩანიშნული.

ტორესა მოსის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. იურისტ ხატია ოდიშარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულის ხელწერილით გათავისუფლებაზე უარი თქვა.

„საფუძვლად მიეთითა ის, რომ ადმინიტრაციულ საქმეზე მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოძიება და გამოძიებას დასაბუთებული ვარაუდი აქვს, რომ ტორესა მოსის მხრიდან მოხდება ხელშეშლა. ველოდებით პროცესის ჩანიშვნას“, – განაცხადა იურისტმა.

ტორესა მოსი იმ დროს დააკავეს, როდესაც თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსს მართავდა და საკუთარი ავტომობილით შესასვლელი ჰქონდა ბლოკირებული.

ასეთი ფორმით პროტესტი „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა, აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა 12 ნოემბერს 6 ქალაქში თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გამოხატეს. ისინი ითხოვდნენ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას 2%-იანი ბარიერით, გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას.

ტერიტორიის დატოვებაზე უარის შემდეგ, ტორესა მოსი სამართალდამცავებმა ავტომანქანიდან ძალით გადმოიყვანეს და დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რასაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს პირი სასამართლოს უნდა წარედგინოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლოა ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით გახანგრძლივდეს.

ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა ბათუმსა და გორში 2-2, რუსთავში – 3, ქუთაისში კი 1 აქტივისტი დააკავეს. თბილისში, ე.წ. მოდულის შენობასთან გაჩერებულ ავტომობილში მყოფი „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე ევაკუატორით გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე. ჯაფარიძის თქმით, პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის 200-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა და უთხრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]