weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გურჯაანში საჯარო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა

14:02 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021

ქალაქ გურჯაანის „ტექნოპარკში", 2018-19-20 წლების, საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

მედალოსნებს კუთვნილი ჯილდოები და შესაბამისი სერტიფიკატები პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა და საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა გადასცეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ ოქროსა და ვერცხლის მედლის მისაღებად ქულების დაანგარიშება იწყება მე–10 კლასიდან და სრულდება მე–12 კლასის შედეგების დათვლით. მოსწავლე ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუკი მის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული ამ სამი წლის განმავლობაში დამრგვალების გარეშე არის 10 ქულა. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მოსწავლის მიერ მე-10 კლასიდან მე-12 კლასამდე მიღებული შედეგების საშუალო არითმეტიკული უნდა შეადგენდეს 9,8 ან მეტს.

მედალოსნების დაჯილდოება ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]