weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იყოჩაღეს ექიმებმა – გვარამია

20:43 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის რეანიმაციაში იმყოფება. ამის შესახებ გვარამიამ მას შემდეგ თქვა, რაც გლდანის N18 დაწესებულება დატოვა.

„სააკაშვილი ახლა კარგად არის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ასევე, უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, შეიძლება გაგიკვირდეთ, ქალბატონი დემურიშვილი [პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი]. პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ, ექიმებსაც ვგულისხმობ, ჩემთვის გაუგებარია. ამჟამად ის იმყოფება რეანიმაციაში. ყველა ექიმი ადგილზეა, აკეთებენ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. არ ვიცი, ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა, მასთან შეხვედრაზე სხვა ადვოკატებთან ერთად, თავადაც იმყოფებოდა.

„რომ შემოვიდა უკვე მივხვდით, რომ... მართალი გითხრათ, წამოსვლას ვაპირებდით, ზედმეტად ენერგია რომ არ დაეხარჯა ჩვენზე, იმიტომ, რომ დილიდანაც, როგორც ვიცი, ცუდად იყო. ამდენი ჩასვლა-ამოსვლა, ლაპარაკი. ლაპარაკი უჭირდა, თავის დაჭერა უჭირდა. მერე, უკვე რომ გამოვდიოდით ჩვენ, ადგა და გაყავდა ბადრაგს, მოწყვეტით წაიქცა. მოვიდნენ ექიმები, აიყვანეს და რამდენიმე წუთში მეც ამიყვანეს. რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო ან რაღაც მსგავსი. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის“, – ჰყვება გვარამია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]