weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კორონავირუსი 4278 ადამიანს დაუდასტურდა, 63 ინფიცირებული გარდაიცვალა

11:28 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 51 298 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4278 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 63 ინფიცირებული, 4154 კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1749 თბილისში დადასტურდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 715

შიდა ქართლი – 412

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 334

ქვემო ქართლი – 273

კახეთი – 267

აჭარა – 155

სამცხე-ჯავახეთი – 114

მცხეთა-მთიანეთი – 110

გურია – 109

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40

ამ ეტაპზე კოვიდინფიცირების 51 723 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 44 060 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2504, აჭარაში – 540, იმერეთში – 1365. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1630 პირი, მათ შორის, თბილისში - 619, აჭარაში – 126, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 38, იმერეთში – 30.
  • 1173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 804 571-ს. აქედან 741 470 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 11 352 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]