weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე – ჰარცელი

13:58 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება.

„ვფიქრობ, ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ასევე ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი. როდესაც საქმე ეხება ამჟამინდელ სიტუაციას, მჯერა, დროულია, რომ ჩიხიდან და დებატებიდან მოხდეს შესაბამის ქმედებებზე გადასვლა, რათა შექმნილი სიტუაცია მოგვარდეს ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის, მის როლს სააკაშვილის საქმის მონიტორინგის მხრივ.

„უპირველეს ყოვლისა, როგორც იცით, მე დამოკიდებული ვარ დიდწილად მნიშვნელოვან აქტორებზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თვალყურის დევნებისთვის. მსურს, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მის როლს. ეს ასევე ეხება ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროებას, მისი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებისთვის და ასევე, რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას. ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი“, – აღნიშნა ჰარცელმა.

გუშინ, 18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, რის გამოც მისი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება გახდა საჭირო.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, რის გამოც ჯგუფის რეკომენდაცია იყო მკურნალობის დაუყოვნებლივ გაგრძელება ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექსპერტების შეფასებით, მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არის.

მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა და ექსპერტთა ჯგუფმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ჰოსპიტალში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]