weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2022

ახალქალაქში 19 წლის წვევამდელი გარდაიცვალა

12:56 შაბათი, 20 ნოემბერი 2021 hits 423
jnews-ის ფოტო jnews-ის ფოტო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრები 19 წლის წვევამდელი, სარქის სააკიანი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურს ახალქალაქის ბაზაზე გადიოდა, 11 ნოემბერს კი ახალციხის ჰოსპიტალში კუჭის წყლულზე ოპერაცია გაუკეთეს.

წვევამდელი 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ის საავადმყოფოდან 16 ნოემბერს გაწერეს. 18 ნოემბერს წვევამდელი ახალქალაქის სამხედრო ბაზის ლაზარეთში იმყოფებოდა. როდესაც ცუდად გახდა, ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა გზაში, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის მენეჯერმა, ალექსან თოროიანმა გამოცემა Jnews-თან განაცხადა, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

„ლაზარეთში მისი დახმარება სცადეს, გაუკეთეს მასაჟი და ნემსები, რომლებიც ასეთ შემთხვევებში კეთდება. რადგან ნახეს, რომ ამან არ უშველა, ჩვენთან გადმოიყვანეს, მაგრამ 10 წუთში გარდაიცვალა. როდესაც მოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო.

ასეთი მოულოდნელი სიკვდილი მხოლოდ თრომბოემბოლიის დროს დგება. მით უმეტეს, ამის ალბათობა მაღალია, რადგან მან ოპერაცია გადაიტანა. არ მგონია, რომ ადგილი ჰქონდა საექიმო შეცდომას, არც სისხლდენა ყოფილა, არც არაფერი. თუ იყო ოპერაციის სხვა შედეგები, ასე სწრაფად არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა საავადმყოფოს მენეჯერმა.

Jnews-ის ცნობით, სარქის სააკიანი და კიდევ 6 ახალგაზრდა სოფელ ფოკადან ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე 25 დღის წინ წავიდნენ. ახლობლების ინფორმაციით, სააკიანი ჯანმრთელი იყო.

„მხოლოდ მეორე დღეს გვითხრეს, რომ ოპერაცია ჩაუტარდა. სამი დღე იწვა საავადმყოფოში, კარგ მდგომარეობაში იყო, გამოწერეს ისე, რომ არ შეატყობინეს სამხედრო გაწვევის სამსახურს. ბავშვი სახლში წამოვიყვანეთ და კარგად გრძნობდა თავს. შემდეგ სამხედრო ნაწილიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ იქ მიგვეყვანა, რათა სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილიყო. ასეც მოვიქეცით. მეორე დღეს, პირველი საათისთვის, ბავშვი ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე მკვდარი იყო. ამის შესახებ მხოლოდ 4 საათზე გავიგეთ, სხვების მეშვეობით. გვითხრეს, რომ ექსპერტიზა შესაძლოა ორი თვე გაგრძელდეს, არავინ არაფერს ამბობს, არანაირი პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა Jnews-თან ოჯახის სარქის სააკიანის ნათესავმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]