weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

კორონავირუსის 4331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 57 ადამიანი გარდაიცვალა

10:55 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021 hits 108

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 52 987 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4331 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4804 ინფიცირებული, 57 კი გარდაიცვალა.

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1623 თბილისში გამოვლინდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 822 ახალი შემთხვევა

შიდა ქართლი – 428

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 326

კახეთი – 311

ქვემო ქართლი – 245

აჭარა – 184

მცხეთა-მთიანეთი – 140

სამცხე-ჯავახეთი – 133

გურია – 86

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33

ამ ეტაპზე ინფიცირების 46 393 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 38 722 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 575, აჭარაში – 506, იმერეთში – 1404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1670 პირი, მათ შორის, თბილისში – 662, აჭარაში – 126, იმერეთში – 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პაციენტი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 42, იმერეთში – 39;
  • 1148 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 723 – თბილისში, 247 – აჭარაში.

საქართველოში პანდემიის გავრცელების შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების სულ 826 714 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. 768 559 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა, 11 736 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]