weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სავალდებულო ვაქცინაცია დარღვევა არ იქნება – მოსამართლე

12:43 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენადი მაკარიძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების დარღვევა არ იქნება.

მოსამართლის განმარტებით, ადამიანს ვაქცინის არჩევის თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

„მე პირადად აცრილი ვარ და ჩემი ოჯახის წევრები. ვფიქრობ, იმდენად დიდია დღეს ამ ვირუსის უარყოფითი შედეგი და იმდენად დიდია რისკი, თავად ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ თავად რომელი ვაქცინა გავიკეთო, ამ კუთხით ვერ გადამიწყვეტ, არჩევანის საშუალება უნდა მომცე.

ეს [ვაქცინაცია], გარდა იმისა, რომ ჩვენი პირადი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. თუ იმ კუთხით შევხედავთ, როგორიც დღეს ისმის შიგადაშიგ საზოგადოებაში, მაშინ რატომ ვავალებთ მძღოლს, რომ უსაფრთხოების ღვედი გაიკეთოს?!“, – განაცხადა გენადი მაკარიძემ.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეკითხვა გენადი მაკარიძეს პარალმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაუსვეს, სადაც მასთან გასაუბრება მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]