weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეშახტე გარდაცვლილი იპოვეს

22:51 შაბათი, 27 ნოემბერი 2021

მაშველებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეშახტის ცხედარი იპოვეს. რამდენიმე საათის წინ, მიწის მასაში მოყოლილი მეორე მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. ის კონტაქტური იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საძიებო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.

კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. მეშახტეთა პროფკავშირის ინფორმაციით, ჩამოიშალა ქვანახშირის ფენა, რამაც იქ მყოფი ორი მეშახტე - 50 წლამდე ა.ა. და 65 წლამდე ვ.ტ. მოიყოლა. ისინი გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდნენ. პროფკავშირის ცნობით, მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა შახტის მფლობელს სატელეფონო ზარზე არ უპასუხეს, მან მათი ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ობიექტზე უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მისულ მაშველებს ხმას მხოლოდ ერთი ადამიანი აგონებდა.

„ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ქონდათ აკრძალული, რადგან შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდნენ“, – აცხადებს მეშახტეთა პროფკავშირი.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მყოფებოდა. პროფკავშირი ითხოვს დადგინდეს, ვისი დავალებით მუშაობდნენ მეშახტეები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]