weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2022

კორონავირუსის 4459 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 65 ადამიანი გარდაიცვალა

11:18 ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021 hits 306

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 51 321 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4459 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3957 ინფიცირებული, 65 კი გარდაიცვალა.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 1740 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 843

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 358

შიდა ქართლი – 349

კახეთი – 260

ქვემო ქართლი – 257

აჭარა – 186

სამცხე-ჯავახეთი – 171

გურია – 136

მცხეთა-მთიანეთი – 128

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 45 799 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 38 129 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1674 პირი, მათ შორის, თბილისში – 649, აჭარაში – 122, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 370 პირი, მათგან თბილისში – 207, აჭარაში – 39, იმერეთში – 33;
  • 1125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 850 102-ს შეადგენს. აქედან 792 158 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 119 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]