weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით 40 წლამდე მოსახლეობაში – გამყრელიძე

13:55 ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ ჯერ არ გამოჩენილა. 

„კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ ცირკულაციასთან დაკავშირებით არის საშიშროება, რომ ახალგაზრდებში მეტი გავრცელება იყოს. ახალგაზრდები შემდეგ აზიანებენ ხანდაზმულებს და ხანდაზმულებში გამოსავალი რთულია. 

ვიცით ის, რომ ის უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით 40 წლამდე მოსახლეობაში. არ ვიცით, ის მეტად აგრესიული და ვირულენტურია, რამდენად უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევს, სიკვდილიანობა უფრო მეტია თუ არა, ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამის შემთხვევაში. ამას სჭირდება დაკვირვება.

ჯერჯერობით არ ვიცით მთავარი: დღეს არსებული ის 22 ვაქცინა, რომელიც მსოფლიო ბაზარზეა, ფარავენ თუ არა „ომიკრონს“. „მოდერნამ“, „ფაიზერმა“ და ძირითადმა მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით სამ კვირაში ექნებათ პასუხი, ფარავენ თუ არა ეს ვაქცინები ახალ შტამს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 12-15 წლის ასაკის 2027 მოზარდია აცრილი. აქედან სრულად ვაქცინირებულია – 122. 16-17 წლის მოზარდებში ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით მეტია და 11 215 მოზარდია აცრილი. გამყრელიძის თქმით, ეს საკმარისი არ არის.

რაც შეეხება მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.1%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]