weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

არ გამოვრიცხავ სავალდებულო ვაქცინაციამდე მივიდეთ, ამ ეტაპზე აუცილებლობა არ არის – ტიკარაძე 

11:29 შაბათი, 04 დეკემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ამასთან, ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ეტაპობრივად სავალდებულო ვაქცინაციამდე მივიდეთ.

„ამ ეტაპისთვის, მიგვაჩნია, რომ გვაქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ მოსახლეობის მეტი მოტივაცია მოხდეს და ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ დღეს სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის ყველა არხი ბოლომდე იყოს ამოწურული, რის შემდეგაც მოხდება განხილვა უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ტიკარაძის თქმით, აუცრელი მოქალაქეებისთვის მკაცრი სანქციების დაწესების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის როგორც ფსიქო-ემოციური , ისე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 

„აქ მიზანი არ არის მხოლოდ სავალდებულო აქცრების დანერგვა, არამედ ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. არ გამოვრიცხავ, რომ ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჯერჯერობით კიდევ არსებობს რესურსი, რითაც, სწორი კომუნიკაციის საფუძველზე, შეგვიძლია მოქალაქეები წავახალისოთ და მივიყვანოთ ამცრელ პუნქტებში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

3 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით 1 183 932 ადამიანია აცრილი, ხოლო სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 1 009 992 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.24%-ს შეადგენს. ვაქცინაციის ეროვნული გეგმით 2021 წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო გათვალისწინებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]