weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა

11:14 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 55 130 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4091 ადამიანი, 53 კი გარდაიცვალა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1790 თბილისში გამოვლინდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 635

შიდა ქართლი – 366

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 316

ქვემო ქართლი – 250

სამცხე-ჯავახეთი – 235

აჭარა – 205

კახეთი – 169

გურია – 117

მცხეთა-მთიანეთი – 92

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51

დღეს ქვეყანაში ინფიცირების 45 298 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 

  • 37 738 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1600 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 36, იმერეთში – 32;
  • 1189 ადამიანი კლინიკურ სასტუმროებშია მოთავსებული. 

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 875 806 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 817 963 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა, 12 519 კი ვირუსს ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]