weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზურაბ უტიაშვილმა ბაკურციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

11:48 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021

სოფელ ბაკურციხეში საჯარო სკოლის მიმდებარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ უბანში მოასფალტდა 400 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 200 000 ლარამდე დაიხარჯა.

საუბნო გზის შემდეგ, მერი სოფლის ცენტრში სავარჯიშო სივრცის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. სივრცის გადახურვის სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და ადგილობრივი ახალგაზრდები ვარჯიშს ნებისმიერ დროს შეძლებენ.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]