weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გოგი გვახარიას და სალომე ასათიანის გადაცემები აჭარის ტელევიზიით გავა

19:56 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

„რადიო თავისუფლების“ ავტორების, გოგი გვახარიას და სალომე ასათიანის გადაცემები აჭარის ტელევიზიით გავა. „წითელი ზონის“ ნაცვლად ახლა უკვე „ანარეკლებს“ აჭარის ტელევიზია ეთერში 12 სექტემბრიდან გაუშვებს.

გოგი გვახარიას თქმით, „წითელი ზონისგან“ განსხვავებით ახალი გადაცემა სოციალურად და პოლიტიკურად მწვავე იქნება. თვეში ერთხელ კი თვის საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენებს მიმოიხილავს.

სექტემბრის ბოლოდან აჭარის ტელევიიზის ეთერში გავა სალომე ასათიანის ანალიტიკური ფორმატის გადაცემაც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის განცხადებით, მაუწყებელში სხვა სიახლეებიც არის დაგეგმილი.

„თვითმმართველობის არჩევნების გამო აჭარის ტელევიზია ერთიან ახალ სეზონს არ გეგმავს. ჩვენ ვისარგებლებთ რეიტინგების მთვლელი კომპანიების რეკომენდაციით და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი საეთერო ბადის მიღებამდე, განახლება მოხდება ეტაპობრივად. ამდენად, მაყურებლებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ცვლილებების პროცესს. 11 სექტემბრიდან ეთერში დაბრუნდება გადაცემა „ჰეშთეგი“ და დაიწყება გადაცემა „მთავარი სპორტში“ ბესი ჩიბურდანიძესთან ერთად“, – აღნიშნავს ნათია კაპანაძე.

მისივე თქმით, გრძელდება შიდა იდეების კონკურსი ტელევიზიის მიმართულებით. მთავარი ინტერესია საბავშვო გადაცემების, საბჭოთა წარსულის გააზრების და აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქე ჟურნალისტების ჩართულობით შეიქმნას ახალი საინფორმაციო სივრცე მაუწყებელში ისე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ტელე, რადიო და ინტერნეტპლატფორმებზე.

2017 წლის 02 ოქტომბრიდან განახლებული სეზონით მსმენელს ექვს ახალ გადაცემას შესთავაზებს აჭარის რადიოც.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]