weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ახალქალაქში მამაკაცმა ყოფილი ცოლის ოჯახში 5 ადამიანი დაჭრა

11:18 კვირა, 12 დეკემბერი 2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მამაკაცმა ყოფილი ცოლის ოჯახში ხუთი ადამიანი, მათ შორის 10 თვის ბავშვი დანით დაჭრა. შემთხვევა 11 დეკემბერს, საღამოს მოხდა.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ბავშვს ბარძაყის არეში ერთი ღია ჭრილობა ჰქონდა. ექიმის თქმით, მისი და კიდევ ორი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ სახლში სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

რაც შეეხება კიდევ ორ დაჭრილს - თავდამსხმელის ყოფილ სიდედრსა და სიმამრს, საავადმყოფოში შეყვანის დროს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. წუხელ, კატასტროფის ბრიგადამ ისინი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაახლოებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისთვის ის უკვე იხდიდა სასჯელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]