weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ახალქალაქში ცოლის ცემასა და 5 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

15:24 სამშაბათი, 14 დეკემბერი 2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მეუღლის ცემისა და მის ოჯახში ხუთი ადამიანის, მათ შორის ათი თვის ბავშვის, დაჭრისთვის დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მეუღლეს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო 11 დეკემბერს მოკვლის განზრახვით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ბრალდებული იმავე დღეს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი ბრალი დაუმძიმდა.

„ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის), 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ, არაერთგზის), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, მათ შორის დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]