weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანას მხარს არ ვუჭერთ – თენგიზ წულაძე

22:59 სამშაბათი, 14 დეკემბერი 2021

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გლდანის N18 დაწესებულებაში გადაყვანას მხარს არ უჭერს. როგორც ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, ყოფილ პრეზიდენტს პოსტტრავმული სტრესულ აშლილობა აქვს, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებული სტრესის შედეგია.

„ადამიანს რადგან აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ეს იმას გულისხმობს, რომ ეს ტრავმა, სტრესი ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში. ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმ გაგებით, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც ადამიანს არ აგონებს იმ გარემოს, სადაც სტრესი მიიღო“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

როგორც ნევროლოგმა აღნიშნა, პოსტტრავმულ სტრესში იგულისხმება ე.წ. შუმოკები, N18 დაწესებულებაში გადაყვანის და დაპატიმრების სტრესი.

დღეს, სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა. ჯგუფის წევრების შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ამ ეტაპზე გამოხატული ერთ-ერთ ძირითად პრობლემად დასახელებულია პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები. ექსპერტთა ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია, რისი რეკომენდაციაც ჯერ კიდევ 25 ნოემბერს გასცეს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა საბჭო მიიჩნევს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მკურნალობის მიზნით, შესაბამისი ფსიქოთერაპიული ჩარევა უნდა განხორციელდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]