weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

16:32 ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021

ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ფედერალური პროკურატურის მოთხოვნა და საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, განაჩენი დღეს იქნა გამოტანილი და მასში მითითებულია ბრალის განსაკუთრებულ სიმძიმეზე, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ გათავისუფლებას. 

ფედერალურმა პროკურატურამ 56 წლის ვადიმ კრასიკოვისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება დეკემბრის დასაწყისში მოითხოვა. გენერალურმა პროკურორმა ნიკოლაუს ფორშნერმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მკვლელობა რუსეთის სამთავრობო უწყებების ბრძანებით, პოლიტიკური მოტივით იქნა ჩადენილი და ვადიმ კრასიკოვი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისთან არის დაკავშირებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ ვადიმ კრასიკოვი ბერლინში საფრანგეთისა და პოლონეთის გავლით, ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით ჩავიდა, ხანგოშვილის ადგილსამყოფელს მიაგნო და მოკლა. 

ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ამის გამო, ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მხრიდან განიხილებოდა როგორც მტერი და მისი ლიკვიდაცია მოხდა. რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

ხანგოშვილი საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და თავშესაფარს ითხოვდა. ის ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი – რუსული პასპორტის მიხედვით, ვადიმ სოკოლოვი – იმავე დღეს დააკავეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ვადიმ სოკოლოვი სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი რუსეთის სპეცსამსახურებისგან ჰქონდა. 

2015 წლის 28 მაისს თბილისის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა ამ დრომდე არ არის გამოძიებული. 

 

ამ თემაზე:

„არ დარჩება უპასუხოდ“ – რუსეთის ელჩი ხანგოშვილის საქმის ვერდიქტზე 

ხანგოშვილის მკვლელობის უკან FSB-ს ჯგუფია – ჟურნალისტური გამოძიება

გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის შეკვეთილ მკვლელობაში რუსეთი დაადანაშაულა

ზელიმხან ხანგოშვილი სისხლიანი მკვლელი იყო - პუტინი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]