weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სურსათის სააგენტომ კახეთში 515 კგ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო 

14:03 ხუთშაბათი, 16 დეკემბერი 2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს, რის შედეგადაც 14-ში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები (ინდ. მეწარმეები) დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო.

„შემოწმებისას, აგრეთვე, გამოვლინდა და შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა ნახევარ ტონაზე მეტი (515 კილო) გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მომხმარებელს დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია ცხელ ხაზზე – 1501. 

მიმდინარე წლის ნოემბრიდან სურსათის უვნებლობის სფეროში სანქციები გამკაცრდა. კერძოდ, კრიტიკული შეუსაბამობის (შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით. ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსებისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორი 200 ლარის ოდენობით ჯარიმდება, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორი 500 ლარით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა ბიზნესოპერატორის 3000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]