weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

13:29 პარასკევი, 17 დეკემბერი 2021
ფოტოზე - მერაბ კობიაშვილი ფოტოზე - მერაბ კობიაშვილი

გუდაურში 2020 წლის 16 თებერვალს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მიიღეს. მათ გაამართლეს მერაბ კობიაშვილი, რომელსაც პროკურატურა 28 წლის თამაზ გორთამაშვილის განზრახ მკვლელობას ედავებოდა. საქმე გორის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა.

„ამ გადაწყვეტილებას ველოდი, რადგან განზრახ მკვლელობა არ ჩამიდენია. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება“, – თქვა კობიაშვილმა გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ. 

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ მერაბ კობიაშვილს თამაზ გორთამაშვილის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რაც ბრალის გამომრიცხველი გარემოებაა. დაცვის მხარის მტკიცებით, გორთამაშვილის და მისი თანმხლები პირების მიერ ნაცემმა კობიაშვილმა მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა, თუმცა ამის მიუხედავად მას ისევ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სახელმწიფო ბრალდება კი აცხადებდა, რომ კობიაშვილმა იარაღი მკვლელობის მიზნით აიღო. 

„როდესაც მერაბ კობიაშვილმა იარაღი აიღო თავისი მანქანიდან, როდესაც თავისი ცემით გამწარებულმა და შუერაცხყოფილმა ეს იარაღი წამიოღო ბიჭების მიმართულებით და განზრახული ჰქონდა მისი გამოყენება – გამოიყენა კიდეც და ხუთჯერ გაისროლა და ისროდა, ვიდრე იარაღმა არ გაჭედა – რა თქმა უნდა, ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი ყველა იმ შედეგზე, რომელიც დადგა“, – აცხადებდა პროკურორი თავით ყაზარაშვილი.

გუდაურში მომხდარ მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება და ჩხუბი უძღოდა. კობიაშვილი 16 თებერვალსვე დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა. მერაბ კობიაშვილი 2020 წლის 12 ნოემბერს, წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლდა, თუმცა სასამართლო პროცესები გრძელდებოდა. კობიაშვილი ორივე მუხლში გამართლდა. 

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]