weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ვაჩნაძიანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

11:37 სამშაბათი, 21 დეკემბერი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ვაჩნაძიანში, ე.წ. „მეგრელიშვილების” და ალექსი ნატროშვილის სახელობის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები განახორციელა.

საგზაო სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ უბანში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 350 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყო სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

როგორც მოსახლეობამ საუბარში აღნიშნა, გასულ წლებში, განსაკუთრებით პრობლემური იყო სანიაღვრე არხის არარსებობა, რაც ძლიერი წვიმის დროს საცხოვრებელი სახლების დატბორვას იწვევდა.

სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ფენიქსმა” შეასრულა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 172 187 ლარი დაიხარჯა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]