weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

1-დან 10 იანვრამდე პერიოდი სახელმწიფო სამსახურებში უქმე დღეებად ცხადდება

13:42 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი, სახელმწიფო სამსახურებში უქმე დღეებად ცხადდება. საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კერძო სექტორს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

„29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლითსკოლებში არის არდადეგები და ამასთან დაკავშირებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს. კერძო სექტორს შეუძლია თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი. სხვა დამატებითი შეზღუდვა დაწესებული ამ მომენტისთვის არ არის და საბჭოს სხდომაზე არც შემსუბუქებების შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა“, - განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი და მაღალია პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოხდეს, რის გამოც, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

დღეიდან, 22 დეკემბრიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, თუ რამდენადაა დანერგილი კოვიდაპლიკაციაშესაბამის დაწესებულებებში.

„პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნესსუბიექტებს, ასევე, მოქალაქეებს, რომ გადმოწერონ და მიიღონ სერვისები. პირს რომ ჰქონდეს „მწვანე სტატუსი“, ის უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. უნდა იყოს ვაქცინირებული, იყოს კოვიდგადატანილი, უნდა ჰქონდეს ბოლო 72 საათში ვალიდური „პისიარ“ ტესტი, ან სწრაფი „ანტიგენ“ ტესტი 24 საათის განმავლობაში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ორი აპლიკაცია, ესენია, Covid pass და Georgia e-Health. კოვიდპასპორტის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი ვიზიტორი, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და სერვისის მიღების მიზნით“, - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

თუ რომელიმე ობიექტი არ დანერგავს „მწვანე ბარათების“ კონცეფციას, პირველ ეტაპზე სანქცია გათვალისწინებული იქნება 2 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც ეს გათვალისწინებულია იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის.

ფერაძის თქმით, თუ ბიზნესსუბიექტების შემთხვევაში, სისტემური იქნება დარღვევები და საერთოდ არ გამოიყენებს და არ დანერგავს შესაბამის აპლიკაციებს, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება, გარკვეულწილად დროებით შეუზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]