weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კახეთის რეგიონში „რა?სად?როდის" გამარჯვებული გურჯაანის გუნდი გახდა

13:20 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?" სასკოლო რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა, სადაც საგარეჯოს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 6 გუნდი მონაწილეობდა.

რეგიონალური ტურნირის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი „სოფლის თვალები" გახდა.

გამარჯვებულ გუნდს საგარეჯოს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიების მიერ დაწესებული პრიზები: პლანშეტური კომპიუტერები, ჭკვიანი საათები და პორტატული დამტენები გადაეცა.

გამარჯვებული გუნდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლერი გელენავამ დააჯილდოვა.

რეგიონალური ინტელექტუალური შეჯიბრი გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიების ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას, ტრადიციულად, პაატა ჩახვაშვილი უძღვებოდა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]