weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

როკის გვირაბთან ზვავში მოყოლილი რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს 

15:46 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბთან ზვავში მოყოლილი კიდევ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს. 

21 დეკემბერს, საღამოს, ტრანსკავკასიურ მაგისტრალთან ზვავი ჩამოვიდა და ქვეშ მოიყოლა პოსტი, სადაც ხუთი რუსი სამხედრო იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების შედეგად, ორი ადამიანი ზვავიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი დაიღუპა, მეხუთე ჯარისკაცის ძებნა კი გრძელდებოდა. მისი ცხედარი დღეს, დღის მეორე ნახევარში იპოვეს. 

ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე, რომელიც როკის გვირაბის გავლით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციასთან აკავშირების, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. აკრძალვა ორშაბათს, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა. როგორც დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, გაწმენდით სამუშაოებს ამინდი, კერძოდ, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი უშლის ხელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]