weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რუსეთი სირიაში მურად მარგოშვილის მოკვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

16:32 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

სირიის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლავრენტიევმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიაში მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ-შიშანი, მოკლეს. 

ლავრენტიევის თქმით, მარგოშვილი შეიარაღებული დაჯგუფება „ჯუნდ ალ-შამის“ ერთ-ერთი მეთაური იყო.

„ეს ოდიოზური პიროვნებაა, რომელიც ჩეჩნეთში იბრძოდა და მის ხელებზეა ბევრი სამოქალაქო პირის სისხლი“, – განაცხადა პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

51 წლის მურად მარგოშვილი წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის. სოფელ დუისში მას დედა ჰყავს, მამა კი რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა. როგორც „რეგინფოს“ დუისში მერის წარმომადგენელმა, თამარ მარგოშვილმა განუცხადა, მურად მარგოშვილის დაღუპვის შესახებ სოფელში დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ. მისივე თქმით, ანალოგიური ცნობები რამდენიმე კვირის წინაც ვრცელდებოდა. 

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს Twitter-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს მუსლიმ ალ-შიშანის დაჯგუფების შტაბ-ბინაზე, რომელიც სირიის ქალაქ იდლიბის დასავლეთით მდებარეობს. როგორც IDLIB POST-ი იტყობინებოდა, საჰაერო თავდასხმის შედეგად მუსლიმ ალ-შიშანის ცოლ-შვილი დაშავდა. ამ წყაროს მუსლიმ ალ-შიშანის დაღუპვის ან დაჭრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მურად მარგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოშია დაბადებული და რუსეთის მოქალაქეა. ის ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდა. 2017 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში შეიყვანა. მარგოშვილი აშშ-ის ტერორისტთა სიაშია 2014 წლიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]