weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მყინვარწვერზე პოლონელი ტურისტი დაიღუპა

13:02 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

ყაზბეგის რაიონში, მყინვარწვერზე 42 წლის პოლონელი ტურისტი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ სამაშველო სამსახურში უთხრეს, ტურისტი მყინვარწვერიდან უკან ბრუნდებოდა, როდესაც ზღვის დონიდან დაახლოებით 4300 მეტრის სიმაღლეზე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა 5 სექტემბერს მოხდა. პოლონეთის მოქალაქე მყინვარწვერზე ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]