weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2022

გუდაური-კობის გზაზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგა

11:20 შაბათი, 25 დეკემბერი 2021 hits 238

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თოვისა და ლიპყინულის გამო, გადაადგილების აკრძალვა ნარჩუნდება ტრაილერებისთვის.

„მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებენ გზების დეპარლამენტში.

გუდაური-კობის გზა, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, 20 დეკემბრიდან იყო ჩაკეტილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 25, 26, 27 და 28 დეკემბერს გუდაურში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 26 დეკემბერს, ღამით, 19-გრადუსიანი ყინაა მოსალოდნელი, 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება, 28 დეკემბერს კი – - 12. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]