weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„კითხვის ნიშნებს ბადებს“ – თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივაზე

23:31 შაბათი, 25 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მედიიდან შეიტყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გულისხმობს. თოლორაიას თქმით, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, კითხვის ნიშნებს ბადებს.

„დღეს, „წინასაახალწლო სიურპრიზად“, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, „ინტერპრესნიუსიდან“ გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „გაუქმების“ შესახებ.

ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში.

რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე“, – აცხადებს თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორი იმედს გამოთქვამს, რომ დაწყებული პროცესი შეჩერდება.

„მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს. მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“, – წერს Facebook-ზე ლონდა თოლორაია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს შეიქმნა, რის შემდეგაც პარლამენტმა ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად 6 წლის ვადით აირჩია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]