weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საოკუპაციო ძალებმა ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

14:45 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტო

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც სუს-ი აცხადებს, უკანონო დაკავების მომენტიდან ცხელი ხაზით მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში.

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

არსებული ინფორმაციით, დეკემბერში, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულირებენ, საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ. მათგან ხუთი გაათავისუფლეს. დღემდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან მამუკა ჩხიკვაძე, კახაბერ ნათაძე და ვლადიმერ კანიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]