weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნაგავსაყრელიდან ვადაგასული საკვების რეალიზაციისთვის 4 პირი დააკავეს

11:08 ოთხშაბათი, 29 დეკემბერი 2021

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულები სისტემატურად ყიდდნენ ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგის და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც ნაგავსაყრელზე გასანადგურებლად იყო გადაყრილი. 

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ბრალდებულების მიერ ნაგავსაყრელიდან რეალიზებული 1105 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1115 კილოგრამი ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი.

საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, დანაშაულები სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]