weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2022

ანანურში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

17:06 ოთხშაბათი, 29 დეკემბერი 2021
მთავარი არხის ფოტო მთავარი არხის ფოტო

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის ციხის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ავტოავარიის შედეგედ 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ხევში ტურისტული კომპანიის მიკროავტობუსი გადავარდა, გარდაცვლილები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიება დასრულებულია და დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]