weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კორონავირუსის 2100 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა

11:32 პარასკევი, 31 დეკემბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 802 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2100 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2251 ინფიცირებული, 42 კი გარდაიცვალა.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში 976 შემთხვევა ფიქსირდება, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 281

აჭარა – 188

კახეთი – 138

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 132

შიდა ქართლი – 115

ქვემო ქართლი – 108

გურია – 84

სამცხე-ჯავახეთი – 41

მცხეთა-მთიანეთი – 28

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9

დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 25 600 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 20 191 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4551 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე, 1191 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი;
  • 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 934 741 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 895 315 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. დღემდე, ვირუსს ჯამში 13 800 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]