weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პრეზიდენტმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა 

13:57 პარასკევი, 31 დეკემბერი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა. ცხრა მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა, დარჩენილი ოთხი მსჯავრდებული კი პრეზიდენტმა შეიწყალა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.

შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]