weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვემზადებით „ომიკრონის“ ტალღისთვის, დადასტურებულია 159 შემთხვევა – გაბუნია 

14:44 ოთხშაბათი, 05 იანვარი 2022

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 159 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ამ შტამის სწრაფი გავრცელება იქნება. 

„ჩვენ ვემზადებით „ომიკრონის“ ტალღისთვის. ბუნებრივია, ის უკვე აქტიურად ცირკულირებს მსოფლიოში და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი. კლინიკების მზაობა მაქსიმალურია. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ის მონაცემი, რომელიც არსებობს, მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები არ არის იმაზე მძიმე, ვიდრე აქამდე ცნობილი შტამების შემთხვევები იყო. შედარებით მსუბუქ მიმდინარეობაზეც კი საუბრობენ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების დიდი ნაწილის მკურნალობა ბინაზე მოხდება და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ოჯახის ექიმები.

„ეს გამოცდილება უკვე დაგროვდა – ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევების, დაახლოებით 159 შემთხვევაა, უდიდესი ნაწილი ბინაზე იმართა და საბედნიეროდ, იმართა წარმატებით. ოჯახის ექმიები ამისთვის მზად არიან“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს მასშტაბით 24 საათში ჩატარებული 40 377 ტესტის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 3436 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი, 1805 კი გამოჯანმრთელდა. დღეს ინფიცირების ყველაზე მეტი – 1676 შემთხვევა – თბილისში დადასტურდა, ხოლო ყველაზე ცოტა – 8 შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]