weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

შესაძლოა პიკში შევიდეთ თებერვლის I დეკადაში და დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს – გამყრელიძე

14:48 სამშაბათი, 11 იანვარი 2022
ამირან გამყრელიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამირან გამყრელიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში თებერვლის პირველ დეკადაში შევიდეს. 

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე, „ომიკრონის“ შემთხვევების გამო ჰოსპიტალიზაცია არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა ზარები ცხელ ხაზებსა და ონლაინკლინიკებზე.

„ეს მოსალოდნელიც არის, რადგან ჯერჯერობით, ეს შემთხვევები ძირითადად, „დელტა“ შტამთან შედარებით, მსუბუქად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან პროგნოზირების ინსტიტუტის, „ჰელსმეტრიკის“ ბოლო მონაცემებით,

ჩვენ შესაძლოა, პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შესაძლოა, დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს, რომლიდანაც 20-30% ლაბორატორიულად გამოვლინდება. 

ანუ, შესაძლებელია, დღიურად გვქონდეს 10-დან 15 000-მდე შემთხვევების დატვირთვა. ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო მონაცემებით „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 5-დან 10%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც „დელტა“ შტამის მაჩვენებელი 12-15-დან 20%-მდე იყო

„ჩვენ „დელტას“ დროს ჰოსპიტალიზაციის 17-18%-იანი მაჩვენებელი გვქონდა და შემთხვევები უფრო აგრესიულად, მძიმედ მიმდინარეობდა. აქ, ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღეს კორონავირუსის მე-6 ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ.

 

ამ თემაზე:

კორონავირუსის 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]