weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სოციალური აგენტები ქვეყნის მასშტაბით გაიფიცებიან

16:44 პარასკევი, 14 იანვარი 2022

სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 იანვრიდან გაიფიცება. შესაბამისი შეტყობინება სააგენტოში დღეს გააკეთეს. გაფიცულების მთავარი მოთხოვნები ხელფასების გაზრდა და შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაა. 

სოციალურ აგენტებს სამართლებრივ დახმარებას „სოლიდარობის ქსელი“ უწევს. როგორც იურისტმა დავით თომსარაშვილმა განაცხადა, სააგენტოს თანამშრომლებს ეს მოთხოვნები უკვე წლებია აქვთ. მისივე თქმით, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მედიაციის პროცესი წარუმატებლად დასრულდა.

„სამწუხაროდ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როცა შევიტყვეთ, რომ მინისტრი გადადგა. ვითხოვდით კომუნიკაციას, თუმცა ამის შემდგომ კომუნიკაცია ფაქტობრივად შეწყდა. ამ ადამიანების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, იქედან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში მუშაობენ ისეთ ხელფასზე, რომლითაც არსებობა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ უფრო დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე სოციალურად დაუცველის დახმარებაა. 

სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი არის 200 ლარი ხელზე ასაღები და შემდგომ გამომუშავებით. ეს ადამიანები ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯებს, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. ითხოვენ, რომ მათი ხელფასი ყოველწლიურად ინფლაციასთან მიმართებით გაიზარდოს“, – აღნიშნა დავით თომსარაშვილმა.

როგორც სოციალური აგენტები აცხადებენ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში რეგიონებსა და რაიონებში დასაქმებულები არიან. მათი თქმით, ხელფასს ოჯახებში ვიზიტებში ხარჯავენ, რადგან ტრანსპორტირების ხარჯს სააგენტო არ ანაზღაურებს. გარდა ამისა, სააგენტო არ ფარავს დეკრეტულ შვებულებას და სამედიცინო დაზღვევას. 

სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლების გაფიცვას ჯერ არ გამოხმაურებია. გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ

2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებს, რაც 174 379 ოჯახია. სწორედ ამ ოჯახებს ემსახურებიან სოციალური აგენტები. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]