weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რას ამბობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი აუდიტის ანგარიშზე 

14:14 შაბათი, 15 იანვარი 2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ბოტანიკურ ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა, ზვიად ქარჩავამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული 6 მოლარე-კონსულტანტი იმ დროს, როდესაც ბაღში შესვლა უფასო იყო, კოვიდრეგულაციების დაცვას აკონტროლებდა.

ქარჩავას განმარტებით, ბოტანიკური ბაღი, რომლის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა, 2020-ში გაიხსნა. პირველი ორი თვე ბაღში შესვლა უფასო იყო, ხოლო თებერვალში ფასიანი გახდა.

„პანდემიის გამო, ქვეყანაში ლოკდაუნი გამოცხადდა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყოფილიყო თავისუფალი და ყველას ისევ მისცემოდა შესაძლებლობა, ესარგებლა ამ სივრცით. თუმცა იყო კოვიდრეგულაციები. რადგან კონტრაქტი ჰქონდათ ამ ადამიანებს, ჩვენ დამატებით მივანიჭეთ ეს ფუნქციები, რომ რეგულაციების დაცვაში დაგვხმარებოდნენ“, – განაცხადა ზვიად ქარჩავამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში“ დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, თუმცა ბაღში შესვლა უფასო იყო და სალაროები არ ფუნქციონირებდა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მოლარე-კონსულტანტების ხელფასებზე 50 300 ლარი დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]