weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა

22:52 შაბათი, 15 იანვარი 2022
ფოტოზე - გიორგი კალანდარიშვილი ფოტოზე - გიორგი კალანდარიშვილი

საკონკურსო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარეობს კანდიდატები არიან მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თამაზ ფოლადაშვილი და თენგიზ თევზაძე.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი პრეზიდენტს წარედგინა ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

კანონის მიხედვით, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“. ისინი მიიჩნევენ, რომ პროცესი ფორმალურია და ხელისუფლებას წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]