weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

11:28 სამშაბათი, 18 იანვარი 2022

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

აღნიშნული საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ამინდის არახელსაყრელი პირობები – დროგამოშვებით ნალექი (უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი), ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18, 20 და 21 იანვარს, კოლხეთის დაბლობზე, ღამის საათებში, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]