weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალთან რუსი სამხედროები გადაადგილდებიან

16:32 ოთხშაბათი, 19 იანვარი 2022
ფოტოკადრი დავით ქაცარავას ვიდეოდან ფოტოკადრი დავით ქაცარავას ვიდეოდან

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ და დღეს დილით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტერიტორიას ნიშნავენ, რაც, სავარაუდოდ, მავთულხლართების გასაბმელად მოსამზადებელი სამუშაოებია.

„ეს არის საზღვრების ქვემოთ დაწევა. ძალიან დიდი ტერიტორიები მიაქვთ კიდევ. მთის პირებზე არიან ჩამოსულბები. ხალხმა დაინახა, რომ რაღაც ლენტებს აბამდნენ. მოსახლეობას აქ აღარ დაგვედგომლება, აღარ გვეცხოვრება, იმიტომ, რომ შეიძლება ერთ მომენტში მოგვიმწყვდიონ, ან საერთოდ გაგვრეკონ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ Facebook-ზე გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, რუსები ფაქტობრივად სოფელში არიან შესული და ადგილობრივებს „ნახევარი სასაფლაო წაართვეს“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]