weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისში შემთხვევების 80% „ომიკრონია“, რეგიონებში 40-დან 60%-მდე მერყეობს – იმნაძე

11:47 პარასკევი, 21 იანვარი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80% „ომიკრონის“ შტამია, ხოლო რეგიონებში ეს მაჩვენებელი 40-დან 60%-მდე მერყეობს.

„ალბათ, იანვრის ბოლო რიცხვები, თებერვლის პირველი დეკადა იქნება ყველაე მძიმე ავადმყოფთა რაოდენობის მიხედვით. ჩვენი კვლევებით, „ომიკრონის“ ახალი ტალღის დაწყებამდე მოსახლეობის 70%-მდე იმუნური იყო: ან აცრილი იყო, ან გადატანილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, „ომიკრონი“ არ ცნობს არც წინა ვარიანტების გადატანას, მათ შორის, ორჯარადად აცრილებსაც ემართებათ - საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად. 

ასე რომ, „ომიკრონი“, სამწუხაროდ, ჩამოივლის და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გახდება უახლოესი ერთი თვის მანძილზე ავად. თბილისში, კორონავირუსის ყველა შემთხვევიდან უკვე 80% „ომიკრონია“, რეგიონებში 40-დან 60%-მდე მერყეობს, მაგრამ საშუალოდ 70%-მდე ქვეყანაში მოცირკულირე არის „ომიკრონი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

იმნაძის თქმით, მილიონ მოსახლეზე ავადობითა და კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოს ათეულშია.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი, 5052 შემთხვევა თბილისში დასტურდება, რეგიონებიდან კი ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იმერეთში, აჭარასა და შიდა ქართლშია.

ბოლო-დღე ღამეში კოვიდით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, 5173 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]