weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

14:50 შაბათი, 22 იანვარი 2022

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც 17 იანვრიდან გაფიცულები იყვნენ, პროტესტი შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სოლიდარობის ქსელი“ ავრცლებს. აღნიშნული ორგანიზაცია გაფიცულებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

„გაფიცვა და კოლექტიური ბრძოლა მოლაპარაკებით დასრულდა. ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი! სოციალურმა აგენტებმა, სპეციალისტებმა, იურისტებმა – ადამიანებმა, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობდნენ, ერთად იბრძოლეს, ერთად დაიწყეს „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირში ერთმანეთისვე გაძლიერება და თავდადებით მიაღწიეს პირველ მოგებას. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება“, – ნათქვამია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაფიცულები ხელფასის 100%-ით გაზრდას, ოჯახებში ვიზიტების ხარჯის დაფინანსებას, ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების დადებას ითხოვდნენ. „სოლიდარობის ქსელის“ ინფორმაციით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გუშინ გამართული შეხვედრა გარკვეულ პირობებზე შეთანხმებით დასრულდა.

„15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება. მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას. გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო. სოციალური აგენტები და უფროსი სოციალური აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით. გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულება. შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15-დღიანი ლიმიტი“, – აცხადებს „სოლიდარობის ქსელი“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები – „სოლიდარობის ქსელის“ ცნობით, 400-მდე ადამიანი – თბილისსა და რეგიონებში 17 იანვრიდან გაიფიცნენ და საპროტესტო აქციების ორგანიზება დაიწყეს. იმავე დღეს სააგენტომ დაამტკიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც თებერვლიდან სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. როგორც სოციალურ მომსახურების სააგენტოში განმარტეს, სოცაგენტების ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე გაეზრდებათ. სააგენტოს ინფორმაციით, ხელფასების ზრდა 998 დასაქმებულს შეეხება. გაფიცულები ბრძანებას არ ეთანხმებოდნენ და დღემდე პროტესტს აგრძელებდნენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]