weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ქვეყანაში დომინანტი შტამი „ომიკრონია“, 90%-ში ის ცირკულირებს – გამყრელიძე

13:28 სამშაბათი, 25 იანვარი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების 90% „ომიკრონის“ შტამია. 

გამყრელიძე სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდონოთ ამბობს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების პიკური პერიოდი ორი-სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

„დღეს გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, სამი-ოთხჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ.

მთავარი გზავნილია, რომ თუ გეწყება რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მომატება), საჭირო არაა, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი. 

მით უმეტეს გაქვთ თუ არა შტამი. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, არის „ომიკრონი“, რადგან 90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს. უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 122-ს. დაახლოებით 90%-ში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით.

გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ ნუ იქენბა პანიკა. მთავარია, ვიცოდეთ, რომ დღეს დიდი რაოდენობა „დელტა“ ჩანაცვლებულია და დომინანტი შტამი ქვეყანაში, 90% არის „ომიკრონი“. ცირკულირებს „ომიკრონის“ ორივე ქვეშტამი და დიდი ალბათობით, მომავალი ორი კვირა გვექნება შემთხვევების ის რაოდენოიბა და მეტიც, ვიდრე დღე გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 8357 შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, 1907 იმერეთში, 1608 კი – აჭარაში. დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 87 609 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 80 950 ადამიანი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის, ხოლო 4595 საავადმყოფოშია მოთავსებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]