weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

10:47 ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022

ზვავსაშიშროების საფრთხის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება. 29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს. 31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]