„კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს მონეტების (150 ცალი) მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

			
		
		
	      
	      
	      






























					
					
					
					
					
					
 