weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა დასრულდა 

17:52 შაბათი, 29 იანვარი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის, პროექტში 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, პორტი „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ძალისხმევით აშენდა. 

„2020 წლიდან კომპანია „პეისის“ მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში. კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება. 

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მსგავსი პროექტები დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას განაპირობებენ.

„საზღვაო პორტი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე მეტია. ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი. საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ხელს შეუწყობს ვაჭრობას… ამას გარდა, ზღვის პორტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ელემენტი.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებების. ველი, რომ გაიზრდება ვაჭრობა, ტვირთბრუნვა და ეს ტერმინალი ძალიან დიდი სარგებელს მოუტანს საქართველოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

პროექტის ფარგლებში განხროციელდა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებობა, აშენდა 260 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი, დასრულდა ორი არსებული ტალღმჭრელი მოლოს რეკონსტრუქცია, ახალი ნავსადგურის აკვატორიიდან მოხდა 1.5 მლნ მ3 ნატანი ქვიშის ამოღება, რის შედეგადაც აკვატორია 13 მეტრამდე გაღრმავდა. გარდა ამისა, აშენდა 50 000 ტონა ტევადობის დახურული ტიპის საწყობი, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების დაცლა-დატვირთვის ავტომატიზებული სისტემებით, 6 ჰექტარზე მოეწყო ღია სასაწყობო მოედნები, სპეციალურად დამზადდა და ნავმისადგომზე დამონტაჟდა 2 ახალი პორტალური ამწე, რომელთაგან თოთოეულს 100 ტონა ტვირთის აწევა შეუძლლია. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ნავსადგური 50 000 ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღება-მომსახურებას შეძლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]